ლიტერატურა ტესტი №2
- 1) განმარტეთ რა მიზანი ჰქონდა ვარსქენს, როდესაც, "ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან"?
2) შუშანიკის აზრით, სად არ ირჩევიან მამაკაცები და დედაკაცები? - 1) რა ჩათვალა ბაგრატმა საკუთარ შეცდომად, როდესაც საბა არ ეახლა?
2) როგორ გამოასწორა მან ეს შეცდომა? - გაიხსენეთ ავთანდილის ანდერძი:
1) რომელ ფილოსოფოსს იმოწმებს ავთანდილი?
2) დაასროლეთ აფორიზმი: ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა..."
3) რომელ თემაზე არ საუბრობს ავთანდილი ანდერძში
ა) სიყვარული ბ) მეგობრობა გ) ვაჟკაცობა დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი - გაიხსენეთ დ. გურამიშვილის ,,დავითიანი"
1) ვინ არის შედარებული ,,უხორთუმო სპილოსთან“?
2) რომელი წელი აღმოჩნდა ყველაზე რთული ქართველთათვის?
3) სად არის დაკრძალული გურამიშვილი? - გაიხსენეთ ნ. ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“
1) მოიყვანეთ ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ, სოლომონის აზრით, მეფის გადაწყვეტილება დამღუპველია.
2) რომელ ჟანრს მიეკუთვნება ეს ნაწარმოები? - 1) რომელ ნაწარმოებში ამბობს ილია ,,ყველა ყრუი, ყველა ცრუი“
2) რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის იმ ქისას, რომელშიც გადასახადებისათვის ინახავდა ფულს?
3) ვინ იცინოდა გულიანად ,,იამშჩიკის“ მდგომარეობაზე? - 1) ვინ იგულისხმება სიტყვებში ,,ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო“?
2) რას ახასიათებს აკაკი ასე ,,თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა“? - 1) როგორ გაეცნო ზვიადაური ჯოყოლას და რატომ?
2) გაიხსენეთ პოემა ,,ბახტრიონი“ რა ხილვა ჰქონდათ ბრძოლის წინ მეომრებს? - ვინ არის ,,ხევისბერ გოჩაში“ ისტორიული პერსონაჟი?
- გაიხსენეთ გ. ტაბიძის ლექსი ,,შერიგება“:
1) დაასახელეთ რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ლექსის პირველ სტროფში?
2) ვის ადარებს თავს პოეტი ლექსში? - გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის ლექსი ,,ნინოწმინდის ღამე“:
1) ვის ხმალს ახსენებს პოეტი სიყვარულის გრძნობის გადმოსაცემად?
2) დაასახელეთ ერთ-ერთი პირი რომელიც დასახელებულია ლექსის ეპიგრაფში.
3) რა მხატვრული ფორმაა ,,ცა ატმებით მსხმოიარე ჩახჩახა“? - 1) რომელი ციხის პატრონი იყო თალაგვა კოლონკელიძე?
2) როგორი ურთიერთობები ჩანს რომანში სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა შორის? - 1) რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას დაედო სათავე 1916 წელს ქალაქ ქუთაისში?
2) რა ერქვა მათ მიერ დაარსებულ გაზეთს?
,,აღარც რას ვამბობ , აღარ ვხუმრობ , აღარ ვქვითინებ
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი
ფიფქები ჭკნობის ოქრო ამოგიზგიზებს.
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები
შენ, ჩემო გულო გამალებით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება, და არყოვანის ჩითის სამარო ,
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად,
ო, დახარჯულო ხელუხლებლობავ! ვეღარ მიღვივებს
ბაგეთ სიალეს თვალები შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.
ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი
სიცოვხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით გაზაფხულის მოგუგუნე სანახებიდან.
ყველა, ჩვენ ყველა, ქრობის ნიშნით დადაღული ვართ
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი...
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით"
,,სიცოცხლის აჩრდილს
სხვა გამოძახილს ვისმენ ყოველთვის
მხიბლავს ეთერი და ვმღერი,,, ვმღერი...
სხვა ყველაფერი ერთია ჩემთვის
სასიყვარულოდ გული აღარ თრთის
აღარ მიწოდებს ნეტარება
მთის შავ დემონს მივე ფრთა მოტივტივე
და ყოველივე ერთია ჩემთვის
ადრე წამერთვა ალერსი ღმერთის
სხვა ღმერთს არ ვეძებ,
არც სული ელტვის..
დღეს კი ვის ველი
დღეა ნათელი
თუ ღამე ბნელი ერთია ჩემთვის.“
• იმსჯელეთ რა არის ესენინის ლექსის მთავარი სათქმელი და რა მხატრული საშუალებებია გამოყენებული
• იმსჯელეთ გალაკტიონის ლექსის მთავარი თემის შესახებ და განმარტეთ რა მხატვრული საშუალებებია გამოყენებული
• იმსჯელეთ რა აქვთს ამ ორ ლექსს საერთო და რა განმასხვავებელი.
1922 წელს გაზეთ ,,ბახტრიონში’ პაოლო იაშვილი წერდა: ,, უდიდესი მიზანი და ოცნება ქართველი პოეტის უნდა იყოს ,რომ მან სავსემ და დამძიმებულმა ერის ყველა ხმითა და ისტორიის რაინდული ეპოპეებით გააგონოს მთელ ქვეყნიერებას ყურის მგლეჯელი ღრიალი“
* თქვენ მიერ შესწავლილი მხატვრული ლიტერატურიდან მოიყვანეთ ერთი ან რამდენიმე არგუმენტი მოცემული მოსაზრების გასამყარებლად ან უარსაყოფად.
* იმსჯელეთ თქვემ მიერ დასახელებული მაწარმოების (ნაწარმოებების) მხატვრული ღირსებების შესახებ
* ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია (ახსენით რათომ ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით ზემოაღნიშნულ მოსაზრებას
1 კომენტარი