ტექსტის რედაქტირება #4
პირველი ე.წ. კონკა თბილისში 1883 წელს გამოჩნდა. მისი მარშრუტი ერთმანეთს ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის სადგურს აკავშირებდა რაც მოგვიანებით თავისუფლების მოედანამდე დააგრძელეს.ეს ტრანსპორტი, რომელიც მე-19 საუკუნის ქალაქს ამშვენებდა ძველი თბილისის მარგალიტს უწოდებდნენ,
მე-XX საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როცა ქართული ელიტა ქვეყანაში სიახლეების დანერგვას ცდილობდა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ძველებური "კონკა“ ახალ ტექნოლოგიით უნდა ჩანაცვლებულიყო. სწორად ამიტომ, 1904 წელს, ბელგიური კომპანიის დახმარებით თბილისში "კონკა“ ელექტრო ტრამვაიმ ჩაანაცვლა.
1969 წლისთვის ტრამვაის ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის ხაზის გაყვანას გეგმავდენ თუმცა 1989 წელს ტრამვაის ქსელის შეკვეცა დაიწყო ხოლო 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ხაზები მთლიანათ გაუქმდა
0 კომენტარი