ტექსტის რედაქტირება №3
ანანური არის სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში დუშეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი არსებობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 66 კილომეტრით, დუშეთიდან კი -23 კილომეტრით.
ანანურს ხელ-საყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა ქონდა. აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთიდან თერგისა და არაგვის ხეობებით ხოლო სამხრეთისგან შიდა ქართლიდან მომავალი მთავარი გზები. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ ანანური ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების შესუსტების პერიოდში (XVII-XVIII საუკუნეებში) არაგვის ერისთავებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და გაძლიერებაც. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. 1786 წელს ანანური დაღესტანის ხანმა, ომარმა, ააოხრა. ამ დროს იგი მცირე „ქალაქი იყო“ და იქ 100 კომლი ცხოვრობდა.
სავაჭრო გზები რომელიც გასაყარზე მდებარეობდა განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. 1802 წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება წმ. ნინოს ჯვარსრომელიც ვახტანგ VI-მ წაიღო რუსეთში და მეფე ალექსანდრე I-მა დაუბრუნა საქართველოს.
(16 ქულა) პასუხები იხილეთ "ტექსტის რედაქტირება №3 (პასუხები)"
3 კომენტარი