ილია ჭავჭავაძის - "კაცია-ადამიანი?!" (ნიშნობა)
ილია ჭავჭავაძე
"კაცია-ადამიანი?!" - ნიშნობა
მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“ ვკითხულობთ, თუ როგორ მოატყუეს ლუარსაბ თათქარიძის ძმა დავითი დანიშნობაზე საპატარძლოს ნაცვლად ერთი "მოხდენილი ახალგაზრდა გოგო" აჩვენეს:
მოსემა და სუტ-კნეინამ ესე დააწყეს საქმე... კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს.ორი კვირა რომ გავიდა, აღტაცებულმა ლუარსაბმა, აქაო და საქმე გარიგდაო, კარგის ნიშანით თავისი უფროსი ძმა დავითიგამოისტუმრა. დიდის ყოფით მიიღეს დავითი. ხალხი მოსემ არ მოიწვია, სრულიად არავინ, რომ ეშმაკობა არ შეუტყონ,ლუარსაბსაც მისწერა - ნურავის შეატყობინებო. აი, ის წიგნი ნამდვილი თავისი ღირსებით და შეცდომებით:
„ჩემო აღმატებულო ბედნიერო გვაროვანო სიძეო:თუმცა დიდად ბედნიერი ვარ რომელიცა რომა შენგანა ვარ დღეს მოხუცებული ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღავსე
ნეტარითა სიძოობითა თქვენითა და თვალი ჩემი აახილე რომელიცა რომა დაინახა ისევ გაზაფხული მუხთალისა სოფლისაამისა ფრიად სიხარულში ვარ რომელიცა ეხლა ვარ ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო რომელიცა გთხოვ გამოგზავნო ნიშანირომა საქმემ არ დაიგვიანოს დიდი ხალხი არ გამოგზავნო რომელიცა რომა მე მოხუცებული კაცი ავადა ვარ სნეული და პატივიდა მასლაათი და ქეიფი რომელიცა აწ მე აღარ ძალმიძს რომელიცა ფრიად შეაწუხებენ ქორწილში რომელიც თქვენ იქნებით ჩემსსახლში მასპინძელი დიაღ დიდი ხალხი მოვიწვიოთ თქვენცა დიდი და პატიოსანი ნათესაობა გყავს რომელიცა არც მე ვარუნათესაო და ბლომად შევყაროთ ისე როგორათაც შეჰფერის დიდებულს გვაროვნობასა თქვენსა და ჩემსა ოჯახსსახლკარიანობასა ჩემსა...სხვებრ ბძანდებოდეთ ბედნიერებით იესო ძე ღვთის მიერ ვითხოვ თქვენს ბედნიერებას რომელიცა რომა მსურს ნახვა თქვენითქვენი სიმამრი ბრწყინვალე თავადი მოსე ნოშრევანისძე გძელაძე:.“
რასაკვირველია, თავაზიანი ლუარსაბი ამ წიგნის შემდეგ აღარ გაგზავნიდა ბევრს ხალხსა. მარტო ერთი დავითი და ერთი კიდევ ვიღაცა გამოისტუმრა, რომ ახალი სიმამრი, რადგანაც ავად არის, არ შეაწუხონ, დავითს კი დააბარა, რომ ფულზედ კარგადმოილაპარაკოს, როდის ჩააბარებენ, და მერე ქალი კარგად გასინჯოს.დიდის პატივით მიიღო მოსემ დავითი. ქალის მაგიერად ის მშვენიერი გოგო მორთეს და დავითს ისე აჩვენეს. დავითიგაგიჟდა - რომ დაინახა და გულში არ იყო რომ შურმაც არ გაუარა, ნამეტნავად თავისი მჭლე ცოლი რომ მოაგონდა ამასთან.ვახშამზედ რომ ისხდნენ, მარტო ოთხნი იყვნენ - დავითი და ამასთან მოყოლილი ის ვიღაცა, თითონ მოსე და ამისი მოზრდილიშვილი... მოსემ ბოდიში მოიხადა, რომ ხალხი არ დაუპატიჟა ამისთანა ბრწყინვალე გვარიშვილებსა.
- რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უთხრა დავითს მოსემა, - ჩემო ახალო მოყვარევ! ავადა ვარ, თასლიბს ვერ გავუწევდი. სიძუნწეში არჩამომართო, შენი ჭირიმე! აბა, ჯერ ისე ავადმყოფი რა არის, მერე მასპინძელი რა უნდა იყოს. თორემ იმდენი სიკეთე ღმერთმა შენმოგცეს, რამდენი ნათესაობა და მახლობლობა მე მყვანდეს. მაგრამ ჩემი მაყურებლები რა ქეიფს გასწევდნენ. ისევ ის ვამჯობინე -ნუ დავპატიჟებ-მეთქი. ამ ნიშნობამ ისე შინაურულად ჩაიაროს, ქორწილი კი ჩემს კისერზედ იყოს. ქორწილისა რა ბძანა ჩემმასიძემა?
- რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობიაო, - უპასუხა დავითმა, - პირფერობაში კი ნუ ჩამომართმევთ და ეს ქალი რომ ჰნახოს იმან, იმწამშივე ჯვარს დაიწერს, თავი არ მომიკვდება!
- მზეთუნახავი ყოფილა, - დაუმატა სტუმარმაც.
- რა ვქნა? მადლობა ღმერთსა, ღმერთმა ეგ მომცა და ყველაფერი ღვთის ნებაზედ ჰკიდია, - სთქვა მოსემა, - მიხარიან, თქვენმამზემ, რომ ქალი მოგეწონათ.
- ღმერთმა აცოცხლოს პატარძალი! - წამოავლო ჯამს ხელი დავითმა, - ღმერთმა ტკბილად შეაბეროსთ ერთმანეთს!
- მადლობელი ვარ, თქვენი ჭირიმეთ! - დაუკრა ყველას თავი მოსემა. - მაშ რაც მალე იქნება, ისა სჯობია.
- იმან ისე მოგახსენათ, - უპასუხა დავითმა, - მეც, სწორედ მოგახსენოთ, მაგას ვურჩევ ჩემს ძმასა. რაღა გავაგრძელოთ საქმე.
- ჩემის ფიქრითაც ეგრე სჯობია, - სთქვა მოსემა. - ქალი აქა ჰდნება - მამისაგან კი არ უნდა ითქვას ესა, მაგრამ შორეული ხომარა ხართ, თქვენთან რა დავმალო, - ქალი აქა ჰდნება...
- ის კიდევ იქ, თქვენმა სიცოცხლემ! - წაართო სიტყვა დავითმა.
- მაშ, როცა მიბძანებთ, მაშინ იყოს ქორწილი, - სთხოვა მოსემა.
ერთის სიტყვით, გადასწყვიტეს, რომ სამშაბათს საღამოზედ სიძე უნდა მოვიდეს და იმ ღამესვე ჯვარი უნდა დაიწეროს.
მეორე დღეს დავითმა ფულზედ ჩამოუგდო ლაპარაკი. მოსემ დააჯერა, რომ ქორწილის მეორე დღეს ორასს თუმანს სულბაჯაღლო ოქროებს თავის ხელით მიართმევს. ხელი-ხელს დაჰკრეს, დავითი - მეორე დღეს პატარძალი აღარ აჩვენეს - შინწამოვიდა და მოსე თავის სახლში დარჩა. როცა მოსემ ცხენზედ შესო და გამოისტუმრა დავითი, როცა მარტო დარჩა, ხელებიდაიფშვნიტა მეტის სიხარულისაგან და სთქვა ღიმილით: ყოჩაღად წავიყვანე საქმე. ეხლა ჩემი წუხილი მარტო ის არის, რომსუტ-კნეინას ხრიკი მოვუგდო, ერთი მიზეზი რამ მოვუგონო, რომ ფული აღარ მივცე იმაზედ მეტი, რაც მიმიცია, თორემ,იმისგან რომ მოვტყუვდე, სირცხვილია.
- რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: "ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო..."?
ა) ალუზია.
ბ) მეტაფორა.
გ) შედარება.
დ) ეპითეტი. - რა მიზანი აქვს მოსეს, როცა ლუარსაბს სთხოვს, "დიდი ხალხი" არ გამოგზავნოს?
ა) სურს უშნო საპატარძლო შეატყუოს და ხალხმრავლობას ერიდება.
ბ) ავად არის და ხმაურიანი ნადიმის თავიდან არიდება სურს.
გ) მეტისმეტად ღარიბია და ამ გზით ქონების დაზოგვას ცდილობს.
დ) ნიშნობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და სურს ხარჯი აირიდოს. - რა მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ლუარსაბისათვის გაგზავნილ მოსეს წერილში?
ა) ციტირებას.
ბ) ალუზიას.
გ) დიალოგს.
დ) ირონიას. - როგორ ახასიათებს მოსე გძელაძეს ლუარსაბისათვის გაგზავნილი წერილი?
ა) როგორც მხდალ და უუნარო ადამიანს.
ბ) როგორც ენამოსწრებულ და გაწონასწორებულ ადამიანს.
გ) როგორც გონიერ და მჭევრმეტყველ ადამიანს.
დ) როგორც გაუნათლებელ და ცბიერ ადამიანს. - ლუარსაბის რა თვისებაზე მიუთითებს მონაკვეთი: "დავითს კი დააბარა, რომ ფულზედ კარგად მოილაპარაკოს, როდის ჩააბარებენ, და მერე ქალი კარგად გასინჯოს"?
ა) ხელგაშლილობაზე.
ბ) სიფიცხეზე.
გ) ანგარიშიანობაზე.
დ) სიმხდალეზე. - ძმის მიმართ რა დამოკიდებულება გამოამჟღავნა დავითმა, როდესაც პირველად დაინახა "საპატარძლო"?
ა) ძმა მოსატყუებლად გაიმეტა.
ბ) ძმის ბედნიერებამ გაახარა.
გ) ძმის სიკეთე შეშურდა.
დ) ძმა უბედურებისთვის დაენანა. - მოსეს რა თვისება ჩანს სიტყვებში: "აბა, ჯერ ისე ავადმყოფი რა არის, მერე მასპინძელი რა უნდა იყოს... ჩემიმაყურებლები რა ქეიფს გასწევდნენ"?
ა) თავდაჯერებულია.
ბ) თავშეუკავებლია.
გ) ცბიერია.
დ) ამპარტავანია. - რის თქმა სურს დავითს სიტყვებით: "ეს ქალი რომ ჰნახოს იმან, იმ წამშივე ჯვარს დაიწერს"?
ა) ლუარსაბი დინჯი ადამიანია.
ბ) საპატარძლო ძალიან ლამაზია.
გ) მხიარული ქორწილია მოსალოდნელი.
დ) მზითევი გამორჩეულად მდიდრულია. - რატომ ეჩქარება მოსეს ქორწილი?
ა) მშვენიერი საპატარძლო რომ არავინ მოსტაცოს.
ბ) როგორმე სამზითვო ფული რომ დაზოგოს.
გ) მისი გეგმა რომ არ გამჟღავნდეს.
დ) ლუარსაბისთვის მიცემული პირობა რომ არ დაირღვეს. - რას ნიშნავს "ხელი-ხელს დაჰკრეს"?
ა) შეთანხმდნენ.
ბ) ყოყმანი დაიწყეს.
გ) საქმე გადადეს.
დ) იჩხუბეს.
0 კომენტარი