ტიციან ტაბიძის - "ანანურთან" (ნიმუში)
ტიციან ტაბიძე
"ანანურთან"
„მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“- ამ სიტყვებით კარგად გამოხატა გალაკტიონმა შემოქმედი ადამიანის შინაგანი თავისუფლება, რომელიც ასაზრდოებს ჭეშმარიტ ხელოვნებას, მეტიც, ხელოვნება „გულის სისხლს“ მოითხოვს, თუმცა საკითხავია რამდენად ეგუება შემოქმედის თავისუფალ ნებას არათავისფალი გარემო, რომელიც მის ჩარჩოებში ყოფნას მოითხოვს.
ტიციან ტაბიძის ლექსში „ანანურთან“ კარგად ჩანს, თუ როგორ ებრძვის უნუგეშო ყოფიერებას პოეტი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ საბჭოთა ხელისუფლებისაგან ის განწირულია. მკითხველი ლექსის დასაწყისში ხედავს ანანურთან მდგარ ლირიკულ გმირს, რომელიც იაზრებს თამუნია წერეთლის - მისი პოეტური მუზის - პირად ტრაგედიას და ჰპირდება, რომ მუდამ ემახსოვრება.სიმბოლისტი პოეტი ლექსში ორ საკითხს უკავშირებს ერთმანეთს. ერთი მხრივ, ფეხმოკვეთილი ქალის ტრაგედია იშლება,პოეტური ალუზიებით( ლერმონტოვის“ დემონი“) ხოლო, მეორე მხრივ, პოეტის წინასწარმეტყველება პირად უბედურებასთან დაკავშირებით. ეს პარალელიზმი ნათელს ხდის,რომ პოეტს და მის შემოქმედებას უდიდეს ბარიერს უქმნის არსებული რეალობა-„ შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა“.
სიმბოლისტ პოეტს, ბოჰემური ცხოვრების ტრფიალს, ასაზრდოებს თავისუფალი წარმოსახვა, ხელოვნების სიდიადე,“ხელოვნება ხელოვნებისათვის“- მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი დოქტრინაა. ტიციანმა იცის,რომ ამგვარი იდეალების ადგილი ტოტალიტარულ რეჟიმებში არ არის, რადგან სწორედ თავისუფლებაა უდიდესი მტერი სახელმწიფოსი ,სადაც, როგორც ჯორჯ ორუელი იტყოდა:“ომი მშვიდობაა,მონობა-თავისუფლება,უმეცრება კი- ძალა“( „დისტოპიური რომანი“1984“). ისევ ლექსს რომ დავუბრუნდეთ, ტიციანს ღრმად სწამს, რომ „ეს არის მისი მგოსნობის ფასი“-იდეალების ერთგულება.ის თავის მუზასთან ერთად რჩება , თუმცა შედეგი ამ ერდგულებისა შემართული ჩახმახია, რომელსაც ის ვერ გადაურჩება. „ლექს მეწყერში“ ტიციანი წერდა: „ ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავსო“ე.ი. მისთვის პოეზიის გარეშე ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია.
განა სხვაგვარად შეეძლო პოეტს? არამც და არამც . პაოლოს თვითმკვლელობის შემდეგ, როდესაც მას გადასარჩენად სთავაზობდნენ მეგობრისათვის აგენტობა დაებრალებინა,უარი განაცხადა, პარადოქსია, მაგრამ ისიც სწორედ საფრანგეთის აგენტობის ბრალდებით დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა 1937წ. ლექსის ბოლო სტროფში ნაწინასწარმეტყველები ,სამწუხაროდ, ახდა.სტალინი კარგად ხვდებოდა, რომ თავისუფალი, მოდერნისტული მწერლობა საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირს, სწორედ ამიტომაც 30-იანი წელებიდან გამოხატვის ერთადერთ ფორმად სოციალისტური რეალიზმი დატოვა.ტოტალიტარული რეჟიმი აიძულებს ადამიანებს შინაგან ემიგრაციაში წასვლას, ერთნი ეგუებიან, მეორენი იბრძვიან და ეწირებიან.ამ რეჟიმს შეეწირა არაერთი შემოქმედი: მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვანი.
მოცემული საკითხი უცხო არ არის როგორც ქართული ,ასევე მსოფლიო ლიტერატურისათ- ვის. ზემოხსენებული ჯორჯ ორუელის კიდევ ერთი ნაწარმოები“ ცხოველების ფერმა“ კარგად ასახავს ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველობას.მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის დისტოპიური რომანი „ ფარენჰაიტი 451“,.რომელშიც ასახულია, ერთი შეხედვით ,მარტივი და გასაგები სისტემა,ერთადერთი მეხანძრეები განაგებენ წესრიგს, პარადოქსია, მაგრამ ისინი ცეცხლს აჩენენ და არა აქრობენ, წიგნებს წვავენ,ამ სისტემის ყველაზე დიდი მტერი წიგნებია, იკრძალება კითხვა.რა მიზანს ემსახურება ამგვარი დამოკიდებულება?პასუხი ცხადია.
ბევრი შემოქმედი იყო რეჟიმის წინააღმდეგ , ვის დაავიწყდება ჩარლი ჩაპლინის ემოციური გამოსვლა ფილმის ბოლოს, რომელშიციგი თავისუფლებას, დემოკრატიასა და მშვიდობას ადიდებს.ხოლო დიქტატურას და ავტოკრატიას ამცირებს( „ დიდი დიქტატორი“,1940წ)
საკითხი აქტუალურია დღესაც, თანამედროვე სამყაროში შემოქმედ ადამიანებს აქვთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ სათქმელი. დემოკრატიული სამყარო უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამას ვერ ვიტყვით არადემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკაზე, ცენზურა დღესაც მკაცრად აკონტროლებს ასეთ ქვეყნებში ადამიანთა გამოხატვის წესს. შემოქმედები, რომელთაც არსურთ ემსახურონ დიქტატურას, იდევნებიან (მაგ რუსეთიდან იძულებით წავიდა მწერალი ბორი საკუნინი). ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართცველოა ხელოვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სულცოტახნისწინახალგაზრდამხატვარმასაგამოფენოდარბაზში, მისთვისგანკუთვნილადგილასდააწერა:„ხელოვნება თვითმყოფადი და თავისუფალია“, რითიც ნათელყო, რომ ჩარჩოები შემოქმედ ადამიანს ვერ შეზღუდავს.
იმისათვის რომ ადამიანი, მათ შორის შემოქმედი, იყოს თავისუფალი,საზოგადოება მუდმივად უნდა იბრძოდეს ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრისთვის, თუ ჯონ ლოკის ღირებულებათა ოთხეულით ვიხელმძღვანელებთ-სიცოცხლე,თავისუფლება,საკუთრება, ბედნიერება-ბედნიერება თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია, ტოტალიტარული რეჟიმი კი ამ მთავარ არსს ცხოვრებისას ართმევს ადამიანს,შესაბამისად ,შემოქმედი, რომელიც ასაზრდოებს თავისუფალ საზოგადოებას , მიუღებელია მისთვის.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ტოტალიტარული რეჟიმები ვერ ეგუებიან შემოქმედ ადამიანებს, მეტიც, მათთვის უდიდესი საფრთხეა თავისუფალი აზროვნება,ჩვენი, საზოგადოების, ვალია მუდამ დავიცვათ მოპოვებული თავისუფლება.
0 კომენტარი