სულხან- საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისა" ( " სამნი ბრმანი")

  სულხან-საბა ორბელიანის წიგნში „სიბრძნე სიცრუისა“ რუქა ჰყვება:


იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე


წამოვიდა თვისსა თემსა.


რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო და გაშიშვლდა, დაიბანა და ტანს ჩაიცვა. წამოვიდა, ფლურები თურე მუნვე დარჩა.


მოაგონდა ფლურები და აღარ აქვნდა. ღმერთსა აღთქმა დაუდვა: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთი შენს სახელზე გლახაკს


მივსცეო.


მივიდა, სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა.


წამოვიდა ქალაქად. ერთი უსინათლო გლახა პოვა, უთხრა თავისი ამბავი: ასე აღთქმა დამიც და აჰა ფლურიო!


იგი გლახა ორისავ თვალით ბრმა იყო. ასე უთხრა: რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეც, მე რომელიც მნებავს,


გამოვარჩევო.


დაენდო კაცი იგი, და ცხრავ მისცა. მან ბრმამ ცხრავ ჯიბეში ჩაიდვა. ამ კაცმან თხოვა დაუწყო.


გლახამ ზახილი შექმნა: მიშველეთ, ეს კაცი რას მიპირობსო?


მოწამე არა ჰყვანდა. წაართვა მან ბრმამან ფლურები. დაღონდა ის საბრალო კაცი, თან გაჰყვა: ამ ჩემ ფლურებს რას უზამსო?


შევიდა ეს გლახა თავის სახლში, ერთი ქილა ამოიღო, სულ ფლური ედვა, ისიც ზედ დააყარა და უთხრა: ჩემო ხუთასო


ფლურო, ეს ცხრაც შემოგმატეო!


სამჯერ შეაგდო ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რა შეაგდო, მან კაცმან ჰაერში ხელი მოჰკრა და დაუმალა. ეძება ბევრი, მაგრამ


სმოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა გატირებსო? უამბო მის ამბავი: ასე, ხუთასი ფლური დავკარგეო!


მან მეორე ბრმამ უთხრა: აგრე უნდა ფლურის შენახვაო! ამ ჩემს მრუდს ჯოხში შვიდასი ფლური ძეს, სადაც დავაგდებ, ვინც


აიღებს, მევე მომიტანსო!


უწინდელმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო!


რო მიაძლია, ეს საბრალო კაცი იქივ იდგა, მან გამოართვა. რა დაგვიანდა, თხოვა დაუწყო.


მან უთხრა: არ მოგიციაო. ამაში შუღლი გამოერიათ ორთავ ბრმათა.


ამ ჩხუბზე ერთი სხვა უსინათლო ბრმა მოვიდა, ჰკითხა: რა გაშუღლებსთო?


მან მისი ქილისა უთხრა და მან მისი ჯოხის ამბავი.


მან მესამემ ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუასა, რა კარგა შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი ფლური ძეს,


სადაც გავაგდებ, მევე მომცემენო.


საბრალო იგი კაცი მუნვე დგა. ესმოდა, წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე შესცხო. ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა.


ისიც მან საბრალო კაცმან წაიღო. შექმნეს ამ სამთავ ბრმათ ყვირილი და ტირილი.


ეს საქმე სამეფოდ გახდა.


მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, თვარა სულ ამოგწყვეტთო!


იგი საბრალო კაცი შეშინდა. მივიდა და ყველაყა მოახსენა: ესრე კარგი ვუყავ და სიკეთის პასუხი ეს მიყოო.


მას საბრალო კაცს მეფემ ესრე უბრძანა: რადგან კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს სამლოცველოდ


მიეც და სხვა შენი იყოსო.


უთხრა ლეონ:


ეგ კარგისათვის ავი პასუხი არ არის. მას საბრალოს კაცსა ღვთის აღთქმა გარდაუხდია, ბრმა დაჰხარბებია, სამთავ


უსამართლოებით ნაშოვნი ჰქონიათ და ღმერთს სულ იმ საბრალოსთვის მიუცია.


 

1.. რას ნიშნავს „გლახაკი ყრმა“?


ა) სასოწარკვეთილ ახალგაზრდას.


ბ) წარუმატებელ მეომარს.


გ) გლეხს.


დ) ღარიბ ახალგაზრდას


 2. რა მიზნით წავიდა ყრმა „სხვაგან სამწიროდ“?


ა) საარსებო საშუალების მოსაპოვებლად.


ბ) დაკარგული სატრფოს მოსაძებნად.


გ) შელახული ღირსების აღსადგენად.


დ) უცხოობაში გულის გადასაყოლებლად


3. რას ნიშნავს – „ღმერთსა აღთქმა დაუდვა“?


ა) ღმერთს პირობა მისცა.


ბ) ღმერთს საყვედური შეჰკადრა.


გ) ღმერთს დანაპირები შეახსენა.


დ) ღმერთს ბოდიში მოუხადა.


4. რომელ ფრაზაში ჩანს მოტივაცია ყრმის საქციელისა – ბრმას „ფლური“ მისცეს?


ა) „ღმერთსა აღთქმა დაუდვა“.


ბ) „ფლურები თურმე მუნვე დარჩა“.


გ) „სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა“.


დ) „ცხრა ფლური მოიღვაწა“.


5. რითი გამოირჩევიან ბრმები?


ა) გონიერებითა და შორსმჭვრეტელობით


ბ) სიხარბითა და უტიფრობით .


გ) სისაწყლითა და უუნარობოით


დ) სისასტიკითა და შურისმაძიებლობით.


6. რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ პირველმა ბრმამ ყრმის კუთვნილი „ცხრა ფლური“ მიითვისა?


ა) საკუთარმა საქციელმა წარსული ცხოვრების ავ-კარგზე დააფიქრა.


ბ) რაც ადრე ჰქონდა დაგროვილი, ის თანხა გაუორმაგდა.


გ) რაც ადრე ჰქონდა დაგროვილი, ის თანხაც დაკარგა.


დ) მომხდარმა სხვისთვის პატივის მიგების აუცილებლობაში დაარწმუნა.


7.მესამე ბრმის რა თვისებაზე მიუთითებს ის, რომ მას „ათასი ფლური“ ძველ ჩოხაში აქვს დამალული?


ა) გაბედულებაზე.


ბ) სიბრძნეზე.


გ) სისასტიკეზე.


დ) სიძუნწეზე.


8.. რით ახსნა თავისი მოქმედება „საბრალო კაცმა“ მეფის წინაშე?


ა) ბრმამ სიკეთეზე სიკეთითვე მიპასუხაო.


ბ) ბრმამ სიკეთეზე ბოროტებით მიპასუხაო.


გ) ბოროტება სიკეთეზე ყოველთვის იმარჯვებსო.


დ) ბოროტების ჩამდენი დაუსჯელი რჩებაო


9. ლეონმა „საბრალო კაცის“ დამსახურებად მიიჩნია ის, რომ:


ა) მას მეფის წინაშე თავი ღირსეულად ეჭირა.


ბ) იგი მოძალადე ბრმებს კეთილშობილურად მოექცა.


გ) მან საკუთარი ქონების დასაბრუნებლად ყველაფერი იღონა.


დ) მან ღმერთისათვის მიცემული პირობა შეასრულა


10. რომელ ლიტერატურულ ხერხს იყენებს ავტორი თავისი სათქმელის გადმოსაცემად?


ა) ალიტერაციას.


ბ) მონოლოგს.


გ) ალუზიას.


დ) ალეგორიას


·        * აქვს თუ არა სიკეთის კეთებას აზრი, როცა საპასუხოდ გულგრილობას ან ბოროტებას იღებ