ალექსანდრე ყაზბგის - "ხევისბერი გოჩა"
ალექსანდრე ყაზბეგი
"ხევისბერი გოჩა"
"ხევისბერ გოჩაში" ყველა მთავარი პერსონაჟი თემის ცხოვრების წესისა და მისი ზნე-ჩვეულების ერთგულია. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავისებურად არღვევს თემის კანონს ამ პერსონაჟთა ტრაგიკულობასაც სწორედ ეს განაპირობებს.
* იმსჯელეთ რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოცემულ თვალსაზრისს, ამოირჩიეთ ერთ-ერთი პერსონაჟი და არგუმენტები მოიხმეთ ნაწარმოებიდან.
* იმსჯელეთ ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულების შესახებ.
* ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია მოთხრობაში წამოჭრილი პრობლემის მიმართ (მსჯელობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნაწარმოების,ფაქტის ფილმია ან სპექტაკლის, ცხოვრებისეული გამოცდილება)
ზემოაღნიშნული მოსაზრება ნათლად გამოხატავს ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების პათოსს. მართლაც "ხევის ბეთხოვენი" (როგორც მას გალაკტიონი უწოდებდა) მთელი თავისი არსით ერთგულია ხევის ტრადიციებისა. მისი ნაწარმოებების პერსონაჟები საყოველთაო ტრაგიზმით აღსავსენი არიან-რიგ შემთხვევებში მათი ტრაგიკულობის მიზეზიც სწორედ თემის კანონების წინააღმდეგ წასვლაა. "ხევისბერ გოჩას" გმირები მუდმივ ჭიდილში არიან ცხოვრებასთან. ერთი მხრივ, ისინი ტრადიციების დამცველებად გვევლინებიან, მეორე მხრივ, მუდამ ცდილობენ ვნებებისა და გრძნობების დაოკებას. ამ თვალსაზრისით გამოვარჩევდი ხევისბერი გოჩას პერსონაჟს. ნაწარმოებში განსაკუთრებული ეფექტით შემოდის გოჩას პერსონაჟი, რომელიც მკითხველის ყურადღებასა და სიმპათიას თავიდანვე იმსახურებს. "წარმოსადეგი მოხუცი, გათეთრებული როგორც თოვლი. . . მისი კეთილი სახის გამომეტველება დახაზული იყო რაღაცა ძალის ხაზებით, რომელიც პირველსავე შეხედვისას პატივისცემას გაგრძნობინებდათ "გოჩა ხევის ყოველი მკვიდრის დამცველი, მფარველი და იმედია. სიუჟეტის მონაცვლეობას მუდმივად გასდევს გოჩას პერსონაჟი-როგორც მმართველი, როგორც მამა და როგორც შეუდარებელი მოაზროვნე. მისთვის უმთავრესია ტრადიციების ერთგულება, საზოგადო საქმის კეთება. გოჩა მოძმეთ ამთლიანებს სიმტკიცეს მატებს, ის ნუგზართან ბრძოლამდე იმარჯვებს წინდახედულებითა და სიდინჯით, თუმცა შვილთან ურთიერთობისას მეტ განცდას ვხედავთ არაერთხელ გაუცნობიერებელი წინათგრძნობით "შეშინებული" შვილს კაცური მოვალეობების შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს "გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, ვინძლო ქვეყანა არ გააცინო" მნიშვნელოვანია ნაწარმოების ფინალი-გასამართლების სცენა. ხევისბერი გრძნობს, რომ გუგუა არ არის დამნაშავე, მაგრამ თემი და მისი საქმე ყველაფერს აღემატება. იძულებულია გაითვალისწინოს მსაჯულთა სიტყვა, მაგრამ როდესაც თემი ონისეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ის თემს ანგარიშს არ უწევსდა თვითონ გამოუტანს განაჩენს შვილს. გოჩა არღვევს თემის კანონს, რაც მისი ტრაგედიის მიზეზი ხდება. თემის მკაცრ კანონებს ერთი ემოციით გაჯერებული ხმა შთანთქავს "ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება . . . მოღალატეს რისხავდეს სამება" - ხალხის წინ განგმირული ონისე აღმოჩნდება. "შვილის მკვლელი მამა-ეს ანტიბუნებრივი მოვლენაა" ხევისბერი უდიდეს ცოდვას ჩადის, მაგრამ მისი ქმედება აფექტურია, მისი საქციელი არაცნობიერი ამგვარ ქმედებას აკაკი ბაქრაძემ ანტიდაბადება ანუ არსებობის მარადისობის რღვევა უწოდა "შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას ჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს" ტექსტი მნიშვნელოვანია მხატვრული თვალსაზრისითაც, ნაწარმოები კლასიკური მოთხრობის ჟანრს მიეკუთვნება. კრიტიკული რეალიზმისათვის დამახასიათებელი მძაფრი სიუჟეტებით. ორიგინალურია პერსონაჟთა ხატვის თავისებურება. ისინი ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან ნაწარმოებში. თავიანთი პორტრეტების შტრიხებით. "ხევისბერი გოჩას" წაკითხვისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს ერთი მხრივ პროსრერ მერიმეს "მატეო ფალკონე" აკაკი წერეთლის "გამზრდელი". ხოლო მეორე მხრივ ვაჟა-ფშაველას თემთან მებრძოლი ალუდა, სტუმრისთვის თავდადებული ჯოყოლა. ერთნი მორალურ კანონებს არღვევენ და ამით ხდებიან ტრაგიკულები, მეორენი კი - თემის წინააღმდეგ მიდიან და ამით მაღლდებიან ზნეობრივად, ისინი ხომ ყველანი ადამიანები არიან საზოგადოების წევრები. მათ ჭიდილში იბადება თანამედროვე ცივილიზაცია. ვფიქრობ, უმთავრესი ზნეობრივი ფასეულობებია მარადიული. ტრადიციათა ცვლა კი ბუნებრივი პროცესია.
0 კომენტარი