ილია ჭავჭავაძის - "ჩემო კალამო"
ილია ჭავჭავაძე
"ჩემო კალამო"
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
- რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება მოცემული ლექსი?
ა) რომანტიზმს
ბ) რეალიზმს
გ) სიმბოლიზმს
დ) პოსტმოდერნიზმს - რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: "რასაც ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ"?
ა) სიმართლეს და მამულს
ბ) ერს და ეკლესიას
გ) სამეფოს და სიმართლეს
დ) ოჯახს და მამულს - რას ნიშნავს სიტყვა "ტაში"?
ა) გავლენა
ბ) აღიარება, დიდება
გ) დაუფასებლობა
დ) ბედნიერება - რომელ ტაეპშია მიმართვის ფორმა?
ა) "ჩემზედ ამბობენ, ის ქართვლისა სიავეს ამბობს"
ბ) "ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში"
გ) "ბრიყვნი ამბობენ კარგი კული კი მაშინვე სცნობს"
დ) "ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?" - რა არის ქართველებისათვის "სიძულვილი"?
ა) ერის დაცემა
ბ) ბოროტება
გ) მტრის არ დანახვა
დ) სიმართლის თქმა - რა იგულისხმება სიტყვაში "ქართვლის"?
ა) აღმ. საქართველო
ბ) ქართლი
გ) საქართველო
დ) თბილისის გუბერნია - რომელ ტაეპში ჩანს ის, რომ პოეტი სამშობლოს გულისცემას ბავშვობიდან გრძნობს?
ა) "და დაე გვძრახონ, ჩვენ მის ბედით დავლიოთ დღენი"
ბ) "აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა"
გ) "ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს"
დ) "ჩვენ მის ძებნით დფავლიოთ დღენი" - ვის უწოდებს პოეტი ბრიყვებს?
ა) ვისაც სიმართლე ბოროტება ჰგონია
ბ) ვინც განათლება ვერ მიიღო
გ) ვინც მიამიტია
დ) ვინც სიმართლის დაფარვაში ბოროტესას ხედავს - რომელ ტაეპშია მხატვრული ხერხი?
ა) "ჩემზედ ამბობენის, ის ქართლისა სიავეს ამბობს"
ბ) "კარგი გული კი მაშინვე გრძნობს"
გ) "რასაც ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ"
დ) "ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?" - რომელ ტაეპში ჩანს პოეტის ქცევის მიზანი?
ა) "და დაე გვძრახონ - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი"
ბ) "ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია"
გ) "თუ ვერ სცნო კაცმა , ხომ იცის ღმერთმა"
დ) "ჩემზედ ამბობენ ის ქართვლისა სიავეს ამბობს"
* სიმართლის თქმა, მანკიერებების მხილება, ერს თვითგამორკვევაში ეხმარება.
0 კომენტარი