ნიკოლოზ ბარათაშვილის - "ბედი ქართლისა"
ნიკოლოზ ბარათაშვილი
"ბედი ქართლისა"
წაიკითხეთ ერეკლესა და სოლომონის დიალოგი:
„აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო!
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფეუვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას, მინდა მივცემემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ჰხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
"რასა მიბრძანებ", ჰკადრა მან მეფეს,
"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენშენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომგანვისყიდოთ თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდესთვისება
ერთამის შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო,რავდენთ კაცთ მართალთ
მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ,
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და, მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!"
"ჩემო სოლომონ", მეფემ უბრძანა,
"მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვისსისხლთა აღმჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი, ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ჰქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!
კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან
ქალაქს დასჯერდა გამძვინებული,
სხვით არ აღივსო მან საწყაული!,
"ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მანსაფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!"
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"
- "სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას,
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!"
- რა აკავშირებს, ერეკლეს აზრით, საქართველოს რუსეთთან?
ა) პოლიტიკური მისწრაფებები
ბ) მეფეთა ნათესაობა
გ) ერთმორწმუნეობა
დ) საერთო მისწრაფებები - "მას მსურს რომ მივცე მემკვიდრეობა და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა" - რას გულისხმობს ერეკლე კეთილდღეობაში?
ა) სიმდიდრე
ბ) ბედნიერება
გ) სიმშვიდე
დ) დიდება - რომელი სიტყვებით გამოიხატება მსაჯულის კონტრარგუმენტი მე-2 კითხვაში მოცემულ არგუმენტზე?
ა) "ბატონი, ღმერთი გადღეგრძელებდეს"
ბ) "ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა"
გ) "ჯერ სამაგისო რაგვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება?"
დ) "'რასა მიბრძანებ' - ჰკადა მან მეფეს" - სოლომონის აზრით, სახელმწიფოების “რჯულით ერთობა არარას არგებს", თუ:
ა) მათ შორის სოციალური სხვაობაა
ბ) თუ მათ შორის ტრადიციათა სხვაობაა
გ) თუ მათ ერთი მმართველი ჰყავთ
დ) თუ მათ სხვადასხვა მმართველი ჰყავთ - ერეკლეს რა პიროვნული თვისება ჩანს მის პასუხში?
"მე არა ვფიქრობ ვითარცა მეფე,არამედ ვითა მამა კეთილი. . ."
ა) ქედმაღლობა
ბ) მზრუნველობა
გ) მედროვეობა
დ) უპასუხისმგებლობა - როგორი ხალხია ქართველები, სოლომონის აზრით?
ა) შრომისმოყვარე
ბ) სიმშვიდისმოყვარე
გ) ზარმაცი
დ) თავისუფლებისმოყვარე - ერეკლესა და სოლომონის დიალოგისათვის ნ. ბარათაშვილმა გამოიყენა:
ა) მონათხრობი, რომელიც მას ოჯახის ახლობელმა უამბო.
ბ) ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია დიალოგის რეალობა.
გ) ასეთი დიალოგი არ ყოფილა. მწერლი თავად იგონებს.
დ) ასეთი დიალოგი მართლაც გამართულა, თუმცა პოეტმა გაავრცო. - რა დამოკიდებულება აქვთ ქართველებს ერეკლეს მიმართ, სოლომონის ნათქვამის მიხედვით?
ა) ერეკლე ქართველთა იმედია
ბ) ერეკლეს ქართველები არ ენდობიან
გ) ერეკლეს ქართველები განუდგნენ
დ) ერეკლეს ქართველები საკუთარ უბედურებაში ადანაშაულებენ - რა მხატვრული ხერხია მოცემულ მონაკვეთში?
"კარგი რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან, ქალაქს დასჯერდა გამძვინებული"
ა) შედარება
ბ) ჰიპერბოლა
გ) ეპითეტი
დ) გაპიროვნება - როგორია სოლომონის განწყობა მეფის გადაწყვეტილებასთან მიმართებით?
ა) აღფრთოვანდა
ბ) გაბრაზდა
გ) განცვიფრდა
დ) გაუხარდა
* თუ არჩევანი მშვიდობასა და თავისუფლებას შორის დგება, მაშინ რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?
* იმსჯელეთ როგორ არის ნაჩვენები ეს საკითხი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში და ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება მოცემულ საკითხთან მიმართებით, რამდენად აქტუალურია პრობლემა დღესაც.
0 კომენტარი