ტიციან ტაბიძის - "ანანურთან"
ანანურთან
თამუნია წერეთელს
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.
ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.
დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.
გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.
ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.
- რას აღუთქვამს პოეტი თავის პოეტურ მუზას?
ა) მუდამ მის გვერდით იქნება
ბ) აღარასდროს შეხვდება
გ) მუდამ ემახსოვრება
დ) დაივიწყებს - "შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის" - რის საპირისპიროდ იყენებს მოცემულ სტრიქონს?
ა) ბუნებაში ყველაფერი შესაძლებელია, როგორც პოეტისა და მისი შემოქმედების სიყვარული
ბ) ბუნებაში შეუთავსებელი ბევრი რამაა, მაგრამ პოეტის სიყვარული თამუნიასადმი - არა.
გ) ბუნებაში შავი და თეთრიც კი ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ ადამიანის ტრაგიკული სიყვარულისთვის ყველაფერი გამთიშველია.
დ) უნებაში შავი დათეთრი ისევე ერწყმის ერთმანეთს ,როგორც Nებისმიერი განსხვავებული რამ. - რომელ ტაეპშია ალუზია?
ა) "ასე კვდებოდა ალბათ ათასი"
ბ) "ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი"
გ) "დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც"
დ) "ისე გხატავდა თამარს ვრუბელი" - რა არის "მოდი ნახე"?
ა) ტაძარი იმერეთში
ბ) სიმღერა ქართლში
გ) სოფელი ანანურთან
დ) პოეტის სხვა ლექსის სათაურია. - რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: "გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი"?
ა) პოეტი გრძნობს, რომ პოეტური მუზა უქრება
ბ) პოეტი გრძნობს, რომ თამუნიასთან განშორება მოუწევს
გ) პოეტი გრძნობს საბჭოთა ხელისუფლებისაგან ის განწირულია
დ) პოეტი გრძნობს, რომ მეფის რუსეთს ვერ გადაურჩება. - რა მხატვრული ხერხია "გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები"?
ა) შედარება
ბ) ალუზია
გ) მეტაფორა
დ) გაპიროვნება - "ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი"
ა) პოეტი მზადაა თავი შესწიროს იდეალებს
ბ) პოეტი მზადაა თავი დაანებოს შემოქმედებას, რათა თავი გადაირჩინოს
გ) პოეტისათვის პოეზია მუზის გარეშეა
დ) სილამაზე ვერ ამარცხებს პოეზიას. - პოეტი თვლის, რომ მხოლოდ მას არ ერგო ასეთი ბედი, რომელი ტაეპი გამოგვადგება ამის არგუმენტად?
ა) "შემართულია ფეხზე ჩახმახი"
ბ) "ისე ნაზია ეს მოგონება"
გ) "შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის"
დ) "ასე კვდებოდა ალბათ ათასი" - რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება ლექსი?
ა) რომანტიზმს
ბ) სიმბოლიზმს
გ) კრიტიკულ რეალიზმს
დ) იმპრესიონიზმს - რისგან გადაარჩენს ადამიანს თვითმკვლელობა?
ა) შიშისგან
ბ) საბჭოთა მოხელეების დევნისგან
გ) უნუგეშო ყოფიერებისგან
დ) სისასტიკისგან
0 კომენტარი