ილია ჭავჭავაძის - "პასუხის პასუხი"

ილია ჭავჭავაძე
"პასუხის პასუხი"

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი:

„ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა,
პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
თქვენგან ჩაგრული,
დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ქვეყნისა ბედი
და ხსნის იმედი
თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;
კაცის მხნეობა,
კაცის ზნეობა
თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
როს მოვედით ჩვენ,
მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;
რად ჰკვირობთ მასა,
რომ თქვენს ანბანსა
ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.
. . .
„უგზოდ მვლელნოო,
უსწავლელნოო“, -
ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
რომ ჩვენზედ ბევრსა
თვით იწყველება,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!
ვინა ყრიხართო,
ვირები ხართო, -
მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?
მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -
რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება...“

  1. რას გულისხმობს ილია ჩვენ უჩინონი?
    ა) შვილთა თაობას არ აქვს ხედვა
    ბ) შვილთა თაობას არ აქვს ზნეობა
    გ) შვილთა თაობა დაუმორჩილებელია
    დ) შვილთა თაობას არ აქვს იმპერიის მედლები
  2. რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: "იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით, ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ"?
    ა) მამებმა შვილებს განათლების უფლება არ მისცეს
    ბ) მამებმა ვერ შეინარჩუნეს ქვეყნის დამოუკიდებლობა
    გ) მამებმა დაკარგეს ენა
    დ) მამებმა შვილებს მამული გადააბარეს
  3. რას გულისხმობს ილია მამათა ხელობაში?
    ა) განათლებაზე ზრუნვას
    ბ) ჩინებისთვის ზრუნვას
    გ) სამშობლოზე ზრუნვას
    დ) ქვეყნის გამდიდრებაზე ზრუნვას
  4. რით იზომება, ილიას აზრით, მამათა თაობისათვის კაცის ზნეობა?
    ა) მიღებული ორდენებით
    ბ) ტრადიციების ერთგულებით
    გ) გაკეთებული საქმით
    დ) განათლებით
  5. რა მხატვრული ხერხია: "თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული ,ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია"?
    ა) ეპითეტი
    ბ) მეტაფორა
    გ) ალუზია
    დ) შედარება
  6. როგორია მამათა თაობის ლოცვა?
    ა) გულწრფელი
    ბ) მხურვალე
    გ) მოჩვენებითი
    დ) ფარული
  7. რომელ ლიტ. მიმართულებას მიეკუთვნება ნაწარმოები?
    ა) რეალიზმს
    ბ) მოდერნიზმს
    გ) პოსტმოდერნიზმს
    დ) სიმბოლიამს
  8. რამ გამოიწვია მამათა და შვილთა ბრძოლა?
    ა) სოციალურმა საკითხმა
    ბ) პოლიტიკურმა საკითხმა
    გ) ეკონომიკურმა საკითხმა
    დ) ენის საკითხმა
  9. რომელია ანდაზა?
    ა) "ვინა ჰყრიხართო, ვირები ხართო"
    ბ) "კოკაში რაც სდგას, იგივე თურმე წარმოდინდება"
    გ) "ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს, რომ ჩვენზე მეტსა თვით იწველიდეს"
    დ) "მაგ თქვენს ზრდილობას, ვით ეკადრება"
  10. ვისი ლექსის საპასუხოდ დაწერა ილიამ "პასუხის პასუხი"?
    ა) ნიკოლოზ ბარათაშვილის
    ბ) აკაკი წერეთლის
    გ) გრიგოლ ორბელიანის
    დ) ალექსანდრე ჭავჭავაძის
* როცა მომავალი თაობა განათლებისა და თავისუფლებისათვის ღირსეულად იბრძვის მამათა თაობამ გზა მათ უნდა დაუთმოს.(იმსჯელეთ როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს სკითხი და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.)